პარტნიორები

Make UK – The Manufacturer’s Organisation - მწარმოებელთა ორგანიზაცია

Make UK – The Manufacturer’s Organisation - მწარმოებელთა ორგანიზაცია

Make UK წარსულში ცნობილი როგორც EEF (Engineering Employers’ Federation) შეიქმნა 1896 წელს. ორგანიზაციის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო ცალკეული ფირმებისა და ადგილობრივი ასოციაციების ინტერესების დაცვა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად საწარმოო სიმშვიდის შენარჩუნება.
ამჟამად Make UK არის მძლავრი ხმა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საწარმოო და საინჟინრო სფეროს ყველა კომპანიისთვის ზომის განურჩევლად. ის ქმნის ხელსაყრელ გარემოს გაერთიანებული სამეფოს საწარმოო სფეროს ზრდისა და წარმატებისთვის და აჟღერებს საკითხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი წევრი ორგანიზაციებისთვის, და მუშაობს აქტიურად, რათა წარმოების სფერო იყოს მთავრობისა და მედიის ყურადღების ცენტრში.
Bureau Veritas

Bureau Veritas

Bureau Veritas დაარსდა 1828 წელს და წარმოადგენს გლობალურ ლიდერს გამოცდის, ინსპექტირებისა და სერთიფიცირების კუთხით, აწვდის რა უმაღლესი ხარისხის სერვისს და ეხმარება დამკვეთ ორგანიზაციებს წარმატებით დაძლიონ მზარდი გამოწვევები ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით.
როგორც სანდო პარტნიორი, Bureau Veritas სთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს რაც სცდება უბრალოდ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ჩარჩოებს, ამცირებს რისკებს, აუმჯობესებს საქმიანობის ეფექტიანობას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. Bureau Veritas-ის ძირითადი ღირებულებები მოიცავს ბიზნესის კეთების პატიოსან და ეთიკურ მოდელს, მიუკერძოებელ რჩევას და აღიარებას, მომხმარებელზე ორიენტაციას და უსაფრთხოებას სამუშაო ადგილას. Bureau Veritas აღიარებულია და აკრედიტირებული მრავალი წამყვანი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
Nexia TA

Nexia TA

Nexia International შედის დამოუკიდებელი საბუღალტრო და კონსალტინგური ფირმების მსოფლიოს წამყვან 10-ეულში. დაფუძნდა რა 1971 წელს, ამჟამად Nexia-ს ქსელი აერთიანებს 580 ოფის 100-ზე მეტ ქვეყანაში. Nexia TA საქართველო შეუერთდა Nexia International-ს 2014 წლის მაისში და შეიძინა ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსი. ის სთავაზობს მომხმარებლებს საგადასახადო და კონსალტინგის კუთხით მსოფლიო დონის ყოვლისმომცველ მომსახურების პორტფოლიოს; ადგილობრივი რეგულაციების, კულტურისა და ჩვეულებების დეტალურ ცოდნაზე წვდომას; მომსახურების მუდმივად მაღალ ხარისხს დაფუძნებულს ძლიერ და გრძელვადიან პროფესიულ ურთიერთკავშირებზე.
საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია

ნარჩენების შეგროვების, გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა დააფუძნეს საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანიც გახლავთ გადამუშავების მეთოდების დანერგვა და განვითარება, ნარცენების დახარისხებაში დახმარება, გადამუშავებული მასალისგან ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია შეიქმნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების (WMTR) პროგრამის მხარდაჭერით.
Prime Study

Prime Study

PRIME STUDY გახლავთ განათლების საკონსულტაციო ცენტრი. ის უწევს პროფესიულ მომსახურებას საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან. კომპანია დაფუძნდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით იმუშავა ასობით ადამიანთან და ორგანიზაციასთან. PRIME STUDY თანამშრომლობს 100-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისეთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და ბიზნეს სკოლებთან, როგორიცაა City University of London, ESMT Berlin, ESADE Barcelona, Trinity College Dublin, American University of Paris, და სხვები.
მწვანე საჩუქარი

მწვანე საჩუქარი

სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი”-ს მიზანია ქაღალდის ნარჩენების გადამუშვების წახალისება, დამატებითი სოციალური სარგებლის შექმნით. საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების არსებობის გამო, მიზნად დავისახეთ გარემოზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი საქმიანობა ქაღალდის ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და მისგან ახალი პროდუქციის შექმნა გახლავთ. რაც ხელს შეუწყობს ქვეყნაში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კი ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დანერგვას. ქაღალდის ნარჩენების შეგროვება ხდება როგორც ორგანიზაციებისგან, ასევე ფიზიკური პირებისაგან.
ჩვენი მისამართი
მიხეილ თამარაშვილის გამზირი 13/17, თბილისი 0177
ჩვენი მისამართი
მიხეილ თამარაშვილის გამზირი 13/17, თბილისი 0177