ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდის წევრები ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა.
ჩვენი შესაძლებლობა ჩვენს დამკვეთებს მივაწოდოთ უმაღლესი დონის სერვისი განპირობებულია ჩვენი გუნდის განსწავლული და კვალიფიციური წევრებით, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებულ სფეროში გამოცდილებითა და ექსპერტიზით.
რამდენადაც განსხვავებული ვართ ინდივიდუალუარად, ჩვენ ვიზიარებთ ერთიან სწრაფვას მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ჩვენი დამკვეთებისთვის გამორჩეულად მაღალი დონის სერვისის გაწევის კუთხით. გაიცანით ჩვენი გუნდი:
https://sdsc.ge/wp-content/uploads/2019/07/m-1-320x305.jpg
კანონმდებლობასთან შესაბამისობის და გარემოს დაცვის ხელმძღვანელი

მარინა არაბიძე

მარინა არის გარემოსდაცვითი სფეროს პროფესიონალი 15 წელზე მეტი გამოცდილებით. იგი მუშაობდა როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გარემოსდაცვით მენეჯერად და მრჩევლად, სადაც მართავდა გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების სრულ ციკლს მსხვილი განვითარების პროექტებისთვის. მას აქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ბანკებთან თანამშრომლობის კუთხით როგორც კლიენტის, ისე კონსულტანტის როლში, მათი პოლიტიკისა და გაიდლაინების შესაბამისად. მარინა ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს: გარემოსა და რესურსების მიმართულებით ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან (აშშ) და გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და პოლიტიკის მიმართულებით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი).
https://sdsc.ge/wp-content/uploads/2019/07/g-1-320x383.jpg
აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი გულიაშვილი

გიორგი არის გარემოსდაცვითი ექსპერტი 15 წლიანი გამოცდილებით. იგი მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ორგანიზაციებში. გიორგი ფლობს სამართლის ბაკალავრის ხარისხს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით (საჯარო საქმეთა ინსტიტუტი). 2007-2010 წლებში მუშაობდა ეროვნულ ექსპერტად ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობებში. 2015 წლიდან გიორგი ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტად არის არჩეული, ხოლო 2019 წელს იგი მეორედ იქნა არჩეული ამავე თანამდებობაზე.
https://sdsc.ge/wp-content/uploads/2025/09/image001.png
გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროს გუნდის ხელმძღვანელი

ლაშა ბიბიჩაძე

აქვს 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, როგორც გარემოსდაცვითი სპეციალისტი. გამოცდილებას ფლობს გარემოსდაცვით ზედამხედველობასა და მონიტორინგში. აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პროექტისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების (EIA/ESIA) მომზადების პროცესს. აქვს ფართო გამოცდილება საველე ინსტრუმენტული მონიტორინგის მიმართულებით.
ფლობს ცოდნასა და უნარებს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემების (ESMS) შემუშავების, დანერგვისა და მონიტორინგის კუთხით. არის ISO 14001-ის წამყვანი აუდიტორი და ფლობს IEMA-ს ასოცირებული წევრობის სტატუსს.
https://sdsc.ge/wp-content/uploads/2025/09/Tamar-Lazarashvili.jpg
გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტი

თამარ ლაზარაშვილი

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიებში (BP, Spiecapag-Petrofac International Ltd, NRC). თამარი წარმატებით მართავდა გარემოსდაცვით და სოციალურ პროგრამებს ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ის მუშაობდა გარემოსდაცვით ექსპერტად „გლობალური შეთანხმების ქსელი საქართველოსთან“, სადაც ადგილობრივ კერძო სექტორს ეხმარებოდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში, ასევე მათი ცნობიერების ამაღლებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.
თამარს მიღებული აქვს NEBOSH-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გარემოსდაცვით მართვაში.
https://sdsc.ge/wp-content/uploads/2019/08/Lasha-Lapachi-320x430.jpg
ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელი

ლაშა ლაფაჩი

ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილი ექსპერტი - მართვის, ზედამხედველობისა და სწავლების ეფექტური უნარებით. ის წარმატებით მონაწილეობდა, როგორც გლობალური განახლებადი ენერგიის ასევე ნავთობისა და გაზის პროექტებში მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (BP, USAID, World Bank.) ასევე მნიშვნელოვან სამშენებლო, საწარმოო და საექსპლუატაციო პროექტებში (15 წელზე მეტი გამოცდილებით). ლაშა წარმატებით უზრუნველყოფდა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ეფექტურ ფუნქციონირებას და მონიტორინგს. ის ასევე უზრუნველყოფდა ორგანიზაციების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კანონთან და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მონაწილეობდა კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში და ეფექტური მართვის მექანიზმების შექმნაში როგორიცაა: სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, რისკების შეფასება, ინციდენტების და პროფესიულ დაავადებათა შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი. ლაშას აქვს ღრმა თეორიული ცოდნა და გამოცდილება ინციდენტის გამოძიებაში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვაში და პროცედურების შექმნაში, ასევე გამოცდილია სასწავლო მოდულების შემუშავებაში და ტრენინგების ჩატარებაში.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიკაცია და უნარი სხვადასხვა ტიპის რისკების წინასწარ გამოვლენაში და პროპორციული საკონტროლო ღონისძიებების დანერგვა-გატარებაში.
აქვს მიღებული OHSAS 18001 შიდა აუდიტორის კვალიფიკაცია, NEBOSH საერთაშორისო სერთიფიკატი და NEBOSH საერთაშორისო დიპლომი. ლაშა ამჟამად არის შრომის უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის IOSH-ის ტექნიკური წევრი.
ჩვენი მისამართი
მიხეილ თამარაშვილის გამზირი 13/17, თბილისი 0177
ჩვენი მისამართი
მიხეილ თამარაშვილის გამზირი 13/17, თბილისი 0177