
ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელი
ლაშა ლაფაჩი
ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილი ექსპერტი - მართვის, ზედამხედველობისა და სწავლების ეფექტური უნარებით. ის წარმატებით მონაწილეობდა, როგორც გლობალური განახლებადი ენერგიის ასევე ნავთობისა და გაზის პროექტებში მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (BP, USAID, World Bank.) ასევე მნიშვნელოვან სამშენებლო, საწარმოო და საექსპლუატაციო პროექტებში (15 წელზე მეტი გამოცდილებით). ლაშა წარმატებით უზრუნველყოფდა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ეფექტურ ფუნქციონირებას და მონიტორინგს. ის ასევე უზრუნველყოფდა ორგანიზაციების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კანონთან და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მონაწილეობდა კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში და ეფექტური მართვის მექანიზმების შექმნაში როგორიცაა: სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, რისკების შეფასება, ინციდენტების და პროფესიულ დაავადებათა შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი. ლაშას აქვს ღრმა თეორიული ცოდნა და გამოცდილება ინციდენტის გამოძიებაში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვაში და პროცედურების შექმნაში, ასევე გამოცდილია სასწავლო მოდულების შემუშავებაში და ტრენინგების ჩატარებაში.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიკაცია და უნარი სხვადასხვა ტიპის რისკების წინასწარ გამოვლენაში და პროპორციული საკონტროლო ღონისძიებების დანერგვა-გატარებაში.
აქვს მიღებული OHSAS 18001 შიდა აუდიტორის კვალიფიკაცია, NEBOSH საერთაშორისო სერთიფიკატი და NEBOSH საერთაშორისო დიპლომი. ლაშა ამჟამად არის შრომის უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის IOSH-ის ტექნიკური წევრი.