მოხარული ვართ გაცნობოთ რომ IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში პირველად ჩატარდება თბილისში. IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში ჩატარდება Make UK-ის მიერ, ერთადერთი აკრედიტირებული ორგანიზაცია, რომელიც IEMA-ს მიერ არის უფლებამოსილი ჩაატაროს აღნიშნული კურსი. სწავლება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
აქამდე IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში Make UK-ის სასწავლო ცენტრში. SDSC-მ მიაღწია შეთანხმებას Make UK-სთან და 2019 წლის დეკემბრიდან აღნიშნული კურსი შედგება თბილისშიც, რითაც SDSC გახდა აღნიშნული სასწავლო კურსის ერთადერთი პროვაიდერი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული უნიკალური მოცემულობა ხაზს უსვამს SDSC-ის რეპუტაციასა და საქმიანობის მაღალ ხარისხს, რითიც შესაძლებელი გახდა Make UK-სთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და SDSC-ის მიმართ დიდი ნდობის გამოხატულება საქართველოში აღნიშნული სასწავლო კურსის ორგანიზების კუთხით.
IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი შესაძლებლობას მისცემს მენეჯერებს, მრჩევლებს, კონსულტანტებსა და გარემოსდაცვით და მდგრადობის სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებს შეიძინონ სტრატეგიული ცოდნა და უნარები. აღნიშნული კურსი ეხება გარემოსდაცვისა და მდგრადი განვითარების თემატიკის ფართო სფეროს, მათ შორის ბუნებრივი და სოციალური რისკების იდენტიფიცირების, საქმიანობის გაუმჯობესების სტრატეგიებისა და ინდივიდუალურ დონეზე ცვლილებების განხორციელების ეფექტურობის გაზრდის თემებს.
კურსი საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ IEMA-ს სრული წევრობისა (MIEMA) და რეგისტრირებული გარემოსდამცველის სტატუსისათვის (Chartered Environmentalist status CEnv) საჭირო ცოდნა. კურსი ხორციელდება 3-კვირიანი სასწავლო მოდულების მეშვეობით (მთლიანობაში 15 საკლასო დღე გადანაწილებული მთელი წლის მანძილზე), კვარტალში ერთი კვირის ინტერვალით და დიპლომის მოპოვების შესაძლებლობით 1 წელიწადში.
პროგრამა გათვალისწინებულია:
საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც მუშაობენ კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში გარემოსდაცვითი, სოციალური, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მდგრადი განვითარების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლებისა სფეროებში და შეუძლიათ ინიცირება მოახდინონ და განახორციელონ საკუთარ ორგანიზაციებში მდგრადი ბიზნესის წარმოებისკენ მიმართული ცვლილებები.
ინფორმაცია კურსის ხელმძღვანელის შესახებ
სასწავლო კურსს თბილისში წარუძღვება ჯეიმს ვაისი, Make UK-ის მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
ჯეიმსი გახლვათ ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, ორგანიზაციის შეფილდის ოფისში. ის გახლავთ გარემოს მართვისა და შეფასების ინსტიტუტის (IEMA – Institute of Environmental Management and Assessment, UK) წევრი და რეგისტრირებული გარემოსდამცველი. ჯეიმსი მოღვაწეობს გარემოს დაცვის სფეროში 18 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე. ის გახლავთ პასუხისმგებელი სხვადასხვა აკრედიტირებული გარემოსდაცვითი სასწავლო კურსის, მათ შორის IEMA-ს ამჟამინდელი სადიპლომო კურსის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. Make UK-ში გადასვლამდე ჯეიმსი 20 წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ბიზნეს ჯგუფის გარემოსდაცვისა და მდგრადი განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, ის პასუხისმგებელი იყო საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და ნარჩენების შემცირების მიმართულებაზე.
ელ-ფოსტის მისამართი: jwyse@makeuk.org
National Sustainability Leadჯეიმს ვაისი
სადიპლომო კურსის კურიკულუმი
-
ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი სიმდიდრე
-
ბუნებრივი ციკლები
-
გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები
-
კლიმატის ცვლილების საკითხისადმი ადაპტაცია და შემარბილებელი მოქმედება
-
ნახშირბადის კვალი (ე.წ. ფუტპრინტი)
-
ენერგოუსაფრთხოება
-
რესურსების უსაფრთხოება
-
მიტოვებული სიმდიდრე
-
წყლის რისკი
-
მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტები
-
მდგრადი განვითარების ბიზნეს ქეისი
-
მდგრადი განვითარების კარგი პრაქტიკა
-
მდგრადი შესყიდვები
-
ეკო-დიზაინი
-
ცირკულარული ეკონომიკა
-
რესურსების ეფექტურობა / მართვის სისტემები
-
გამჭვირვალობა და რეპორტინგი
-
ეთიკა და ლიდერობა
-
კორპორატიული მართვა – სრატეგიული რისკები
-
ორგანიზაციული სტრუქტურა და კულტურა
-
ცვლილების მართვა
-
კომუნიკაციის უნარები
-
ფინანსური მოდელირება
-
ეფექტური გუნდის შექმნა
კურსზე მიღების წინაპირობები
IEMA-ს დიპლომი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში წარმოადგენს მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული პროფესიული დონის კვალიფიკაციას (UK level 7).
წარმატებული კანდიტატები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს IEMA-ს პირველი დონის წევრობა ან ექვივალენტური კვალიფიკაცია (NEBOSH)
- განათლება გარემოსდაცვით ან მდგრადი განვითარების მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება HSEQ დისციპლინებში (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოსდაცვა, ხარისხი) ან მდგრადი განვითარების კუთხით
წარმატებული კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. პროგრამაზე ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან პირადი გასაუბრების შემდეგ.
შეფასება
თითოეული მოდულის შეფასება მოხდება კურსის მონაწილის სამუშაო ადგილას შესასრულებელი დავალების (8-12 კვირის ხანგრძლივობის) საფუძველზე. აღნიშნული ფორმატი კურსის მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეათავსონ სასწავლო და სამუშაო პროცესი და ამგვარად სარგებელი მოუტანონ მათ დამსაქმებელ ორგანიზაციასაც.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები
სადიპლომო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ IEMA-ს საერთაშორისო დიპლომს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში (DipSBP), რომელიც აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. პროფესიულ წრეებში აღნიშნული დიპლომი ითვლება უმაღლესი დონის კვალიფიკაციად.
სადიპლომო კურსი ასევე აძლევს მონაწილეებს ცოდნას, რომელიც საჭიროა IEMA-ს სრული წევრის (MIEMA) და რეგისტრირებული გარემოსდამცველის (Chartered Environmentalist CEnv) სტატუსის მოსაპოვებლად.
დიპლომის მოპოვება კურსდამთავრებულებს ამავდროულად უხსნის კარიერული წინსვლის შესაძლებლობას საერთაშორისო დონეზე.
თარიღები
თარიღები: 9-13 მარტი 2020
თარიღები: 15-19 ივნისი 2020
თარიღები: 5-9 ოქტომბერი 2020
საფასური
კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 4995 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, თანახმად გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსისა. საფასურში შედის სასწავლო მასალები, მოდულების პერიოდში ლანჩი, აკადემიური ფიდბექი და მენტორობა, კანონით დადგენილი გადასახადები.
IEMA – Institute of Environmental Management and Assessment - გარემოს მართვისა და შეფასების ინსტიტუტი
IEMA წარმოადგენს გარემოს საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების უდიდეს პროფესიულ გაერთიანებას დიდ ბრიტანეთსა და მთელს მსოფლიოში, აერთიანებს რა დაახლოებით 15 ათას წევრს.
წევრები იღებენ გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის მიმდინარე სიახლეებს და გაერთიანება ორგანიზებას უწევს 100-ზე რეგიონალურ ღონისძიებას საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. IEMA ყოველთვიურად გამოსცემს ჟურნალ The Environmentalist-ს და სფეროს საუკეთესო გამოცდილებების კრებულს The Practitioner-ს, ასევე ორგანიზებას უწევს ეროვნულ კონფერენციას სფეროსთან ექსპერტებთან შესახვედრად და მათი მოსაზრების მოსასმენად.
IEMA-ს წევრობა უზრუნველყოფს რომ კანდიდატები არიან მცოდნენი, კომპეტენტურები და უმაღლეს დონეზე განსწავლულნი. სფეროში არსებული ვაკანსიები განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე: www.iema.net
IEMA-ს წევრობის საფეხურები
სტუდენტი
აფილირებული წევრი
GradIEMA
ასოცირებული წევრი AIEMA
პრაქტიკოსი PIEMA
სრული წევრი MIEMA
Fellow FIEMA
Make UK – The Manufacturer’s Organisation - მწარმოებელთა ორგანიზაცია
Make UK წარსულში ცნობილი როგორც EEF (Engineering Employers’ Federation) შეიქმნა 1896 წელს. ორგანიზაციის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო ცალკეული ფირმებისა და ადგილობრივი ასოციაციების ინტერესების დაცვა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად საწარმოო სიმშვიდის შენარჩუნება.
ამჟამად Make UK არის მძლავრი ხმა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საწარმოო და საინჟინრო სფეროს ყველა კომპანიისთვის ზომის განურჩევლად. ის ქმნის ხელსაყრელ გარემოს გაერთიანებული სამეფოს საწარმოო სფეროს ზრდისა და წარმატებისთვის და აჟღერებს საკითხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი წევრი ორგანიზაციებისთვის, და მუშაობს აქტიურად, რათა წარმოების სფერო იყოს მთავრობისა და მედიის ყურადღების ცენტრში.
სადიპლომო კურსით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: info@sdsc.ge , ტელეფონით 595 33 60 49 ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა:
ხშირად დასმული კითხვები
სადიპლომო კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსის მონაწილეები მიიღებენ IEMA-ს საერთაშორისო დიპლომს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში (DipSBP), რომელიც აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. დიპლომი უტოლდება UK Level 7 კვალიფიკაციას. პროფესიულ წრეებში დიპლომი მიჩნეულია უმაღლესი დონის კვალიფიკაციად. სადიპლომო კურსი ასევე აძლევს მონაწილეებს ცოდნას, რომელიც საჭიროა IEMA-ს სრული წევრის (MIEMA) და რეგისტრირებული გარემოსდამცველის (Chartered Environmentalist CEnv) სტატუსის მოსაპოვებლად.
სხვა ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამებისგან განსხვავებით, IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში გახლავთ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც სცდება მხოლოდ თეორიას და პრაქტიკული სწავლების საშუალებით იძლევა ღირებულ გადაწყვეტილებებს არსებულ პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან პროფესიონალები მდგრადი განვითარების ფართო სფეროში მუშაობისას. რეალური ბიზნეს სირთულეების გადაწყვეტა ჯგუფური მუშაობის დინამიკაში პრაქტიკული სწავლების მეთოდითა და სფეროს გამოცდილი ექსპერტის ხელმძღვანელობის ქვეშ უზრუნველყოფს მსოფლიო დონის შედეგების მიღწევას.
IEMA-ს საერთაშორისო სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში ხარჯების დაზოგვისა და ეფექტურობის მაგალითია, რადგანაც გაერთიანებულ სამეფოში არსებული ფასის იდენტურად იმავე ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამის მიღების შესაძლებლობას იძლევა თბილისში. SDSC გახლავთ ერთადერთი პროვაიდერი, რომელიც მსურველებს სთავაზობს აღნიშნულ კურსს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ. გამომდინარე აქედან, კურსის მონაწილეებს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებიდან არ მოუწევთ სამჯერ გამგზავრება გაერთიანებულ სამეფოში და შესაბამისად დაზოგავენ საერთაშორისო მგზავრობასა და გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრებასთან დაკავშირებულ, ასევე სავიზო ხარჯებს.
მაღალი დონის პროფესიულ ტრენინგს, როგორც წესი უნდა წარუძღვეს მოცემული ინდუსტრიის მცოდნე ექსპერტი, რომელსაც ამავე დროს განათლებისა და ცოდნის გაზიარების უნარი შესწევს. ერთია მსმენელთა ჯგუფის წინაშე წარდგომა და საკუთარი გამოცდილებისა და მოსაზრების გაზიარება, მეორეა შექმნა სპეციალურად მორგებული სასწავლო პროგრამა, რომელიც გათვლილია ბიზნესისთვის მყისიერი გავლენის მომტან კონკრეტულ სასწავლო შედეგებზე. უფრო მეტიც, პრაქტიკოსი ექსპერტები ადგენენ პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე (წარმატებები და მარცხი), და შეუძლიათ უპასუხონ შეკითხვებს აღნიშნული მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც სცდება საკითხისადმი მხოლოდ თეორიული თვალსაწიერიდან ხედვას. სადიპლომო კურსს თბილისში წარუძღვება ჯეიმს ვაისი, Make UK-ს მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი, რომელიც ნამდვილად განასახიერებს ზემოთ მოცემულ ექსპერტისა და ცოდნის გამზიარებლის განმარტებას.